ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერილი, მძიმე, ორი წერტილი და წერტილ-მძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპჱ (1800), ივნისის იბ (12).
გიორგი XII, ბატონიშვილი იოანე, ბატონიშვილები: დავითი, ბაგრატი, თეიმურაზი, კათალიკოსი ანტონ II.
1. ახლავს ცხრამეტი ბეჭედი და ერთი ხელრთვა.
2. ქალანთარი(სპარს.) - ქალაქის უფროსი, მოურავი. ეს თანამდებობა XVII-ის ორმოციან წლებში შემოიღეს, ევალებოდათ ქართლ-კახეთში გადასახადების გაწერა და შეგროვება.
3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
4. მუჩალგა (არაბ.) - პირობა, ფიცი.