ქაღალდი
ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი, მძიმე, წერტილმძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, დალაქავებული, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ჩყ (1800), უპთ (1801), მარტის ე (5).
ბატონიშვილი დავითი, სახლთუხუცესი, ეშიკაღაბაში ალექსანდრე.
1. ახლავს ორი ბეჭედი და ხელრთვა.
2. მოასილი (იგივე მზევალი) - გადასახადების ამკრეფი, დაბალი ჩინის საპოლიციო აპარატის მოხელე, იასაულის მსგავსი, შედიოდა ეშიკაღასბაშის დაქვემდებარებაში.
3. მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას, ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია.
4. კოდისპური - მარცვლეულის გადასახადი კომლზე ორი კოდი = 41,2 ფუთი სახელმწიფოს სასარგებლოდ.
5. კულუხი - ღვინის ფეოდალური გადასახადი, ღვინის ბეგარა.