ქაღალდი
დალაქული ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით.
ქორონიკონსა ულდ (1746), მთიბათვის ჱ, (ივნისის 8).
მეფე თეიმურაზ II
ახლავს ორი ბეჭედი.
ქალანთარი (სპარს. — უხუცესი; ქალაქის უფროსი) — ქალაქის გავლენიანი მოხელე სეფიანთა სახელმწიფოში, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განაგებდა. საქართველოში ეს თანამდებობა XVII-ის ორმოციან წლებში შემოიღეს, ევალებოდათ ქართლ-კახეთში გადასახადების გაწერა და შეგროვება.