ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უდ (1716), მაისის თორმეტსა (12 მაისი)
სახლთუხუცესი დემეტრე, მეღვინეთუხუცესი არდაშელ რატისშვილი,უზბაში იოსებ ზედგინიძე, ერეკლე მუხრანბატონი, მჭადისჯვრის წინამძღვარი იოსები.
1. ახლავს ერეკლე მუხრანბატონის ბეჭედი და უზის სამი ჯვარი.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1824 წ., სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
4. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
5. მეღვინეთუხუცესი - მოხელე, ღვინის სახელმწიფო გადასახადის - კულუხის უზენაესი მეთვალყურე, ხელმძღვანელობდა განსაკუთრებულ დაწესებულებას ,,საღვინეს“ სადაც ინახებოდა ყველაფერი რაც მეღვინეობას და მევენახეობას ესაჭირეობოდა: ღვინის ჭურჭელი, ვენახის დასამუშავებელი იარაღები, საყინულე, მარნები, სადაც ყურძენი იწურებოდა. ჰყავდა ხელქვეითი მოხელეები: საღვინეს მოლარე, მეკულუხე, ქონების მცველი, მეღვინე, თავლიდარი და სხვა.
6. უზბაში - ასისთავი, ასეულის უფროსი.