ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უოე (1787), ივლისის ბ (2).
ბატონიშვილი გიორგი.
1. ახლავს ბატონიშვილ გიორგის ბეჭედი.
2. ბეგარა - უფასოდ მუშაობის მოვალეობა სახელმწიფოს ან ბატონის სასარგებლოდ; ბეგარის სახეობებია: საბატონო, საგზაო, ურმების გაყვანა ბეგარაზე; ყმების ვალდებულება გადაეხადათ ნატურალური ან ფულადი გამოსაღები.
3. ყარაული - საპოლიციო უწყების დაბალი რანგის მოხელე, რომელსაც ევალებოდა როგორც სამეფო კარის, ისე გზებისა და ციხე-სიმაგრეების დაცვა.