ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება გიორგი XII-ისა მელიქ დარჩიასა და ნაცვალ მიკირტუმასადმი საბაჟოზე ყადაღის დადების შესახებ

საუკუნე
XIX
წელი
1800 წ. 16 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/843
მასალა

ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
193X110
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ. 

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჱ (1800), მარტის ივ (16). 

დამტკიცება

გიორგი XII. 

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ბაჟი- 1. გადასახადი მზა საქონლისა, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ   . 2. გადასახადი სახელმწიფოში შეტანილ და გატანილ საქონელზე  1639 წ. მეფე როსტომმა შემოიღო კანონი ბაჟის შესახებ - ვაჭრობის განვითარებისა და მოწესრიგების მიზნით თბილისში შემოსულ საქონელზე ბაჟის ნიხრი დაწესდა - ტვირთის ხარკი (საბა-სულხან ორბელიანი. ლექსიკონი. 1881 წ.)  

2. მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთა მეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-ში შემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო.

3. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას;  სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.

4. ახლავს გიორგი XII-ის ბეჭედი.