ქაღალდი
მწვანე ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპჱ (1800), ოკტომბრის ლ (30).
გიორგი XII.
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, თბილისი,1985, გვ. 684.
1. ახლავს გიორგი XII-ის ბეჭედი.
2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1809 წ. 1 მაისს.
3. ქალანთარი (სპარს.) - ქალაქის უფროსი, მოურავი. ეს თანამდებობა XVII-ის ორმოციან წლებში შემოიღეს, ევალებოდათ ქართლ-კახეთში გადასახადების გაწერა და შეგროვება.