ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება თეიმურაზ II-ისა სვიმონ გაბაშვილისადმი, ბირთვისის ციხის მისთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1749 წ. 28 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/839
მასალა

ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
183X153
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, დალაქავებული, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ულზ (1749), მარიამობისთვის კჱ (აგვისტოს 28).

დამტკიცება

თეიმურაზ II.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ერთი ბეჭედი.

2. უზბაში - ასისთავი, ასეულის უფროსი.