ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

მუჩალგის წიგნი ციხისთავ იოსებ ნაზღაიძის და ბეჩო ნარაიძისა მდივან მანუჩარისა და მგალობელ დიმიტრისადმი, ჯარში გასაწვევი მოლაშქრეების სრულად აღწერის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1781 წ. 6 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/757
მასალა

ქაღალდი

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
172X102
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სი9ტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩთ (1781)

დამტკიცება

მგალობელი დიმიტრი

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ციხისთავი - სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციების ადგილობრივი (საქვეყნოდ გამრიგე) მოხელე, ციხესიმაგრეებისა და მათ გარშემო არსებული კოშკების გამგებელი, ციხის  მეთაური, ციხესიმაგრესთან დაკავშირებული სამხედრო, სამეურნეო და ფინანსური საქმიანობის ხელმძღვანელი.

2. მუჩალგა (არაბ.) - პირობა, ფიცი.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.