ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ყმების ნასყიდობის წიგნი სტეფანე, გიორგი და გრიგოლ კაჭკაჭიშვილებისა იოსებ თუმანიშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 8 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი.

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/811
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
8 გ. ბ., ჩაიწერა 59 კნიგაში 38 ნომრით.
მასალა

ქაღალდი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
675X292
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია არასრული სახით, რესტავრირებული. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოე (1787), თებერვლის ჱ (8).

დამტკიცება

მამასახლისი ზურაბ ამირაღაშვილი, ავთანდილ ბაბალაშვილი, იოანე სააკაშვილი, ზაალ თაყინაშვილი, თომა ფეშანგიშვილი, ისაია ოჰანჯანას ძე ამირაღაშვილი, თომა დავრეშაშვილი. 

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს თორმეტი ბეჭედი, ორი ხელრთვა და უზის ერთი ჯვარი. 

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1826 წ. აგვისტოში, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

3. სარდარი/სარდალი - მხედართმთავარი. 

4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა  მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში.