ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ორგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უპზ (1799), ნოემბრის დ (4)
ბატონიშვილი ალექსანდრე
მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას, ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი იყო.
მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში, ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.