ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ნუსხა ქართლის სოფლებიდან ლაშქარში გასაყვანი ყმებისა

საუკუნე
XVIII
წელი
1774-1787 წწ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/753
მასალა

მონაცრისფერო ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
457X149
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

1774-1787 წწ.

ხელრთვა
შენიშვნა

ბოგანო-გლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში. ბოგანოდ ითვლებოდა უვენახო, მცირემიწიანი, ეკონომიურად ხელმოკლე გლეხი. ამის გამო იგი არ იხდიდა ძირითად საბატონო გადასახადებს ღალასა და კულუხს, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულებიდაგან თავისუფალი მაინც არ იყო - იხდიდა საურს, თუმცა ნაკლებს, ვიდრე მკვიდრი გლეხი (მკვიდრი - 12 შაურს, ბოგანო - 2 შაურს), ევალებოდა ლაშქარ-ნადირობაში მონაწილეობა და სხვა.

საური - გადასახადი, ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოსთვის.