ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა უსინათლო ქაიხოსრო ამილახვარიშვილისა შეცდომით მისი გათარხნებული ყმების ჯარში გაწვევის თაობაზე ოქმი გიორგი XII-ისა ჯარის იასაულებისადმი, ქაიხოსროს ყმების ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1799 წ. 27 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/751
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
3
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი და ყავისფერი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
211X120
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპზ (1799), ნოემბრის კზ (27)

დამტკიცება

გიორგი XII

ხელრთვა
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული  სამართლის ძეგლები, ტ.VIII, გვ.588

შენიშვნა

1. მინაწერი: N133, გადაწერილია; 1799".

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.