ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ობოლი ბარძიმ დავითის ძე ამილახორისშვილისა ყმის პურის გადასახადისგან გათავისუფლების

საუკუნე
XVIII
წელი
1790 წ.18 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/752
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
211X120
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოჰ (1790), დეკემბრის კჰ (28)

დამტკიცება

გიორგი XII

ხელრთვა
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VIII, 1985 წ. გვ.80-81

შენიშვნა

1. კოდი – 1. მარცვლეულის საზომი ერთეული, წონა ათი ლიტრისა, უდრიდა ორ ფუთსა და ¼  2.ხის დიდი ჭურჭელი დამზადებულიგულამოღებული მორისაგან, იხმარებოდა მარცვლეულისა და ფქვილის შესანახად.  

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.