ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მირიმანისა სამღებროს სარგოდან მიღებული თეთრით თამასუქის განაღდების თაობაზე ოქმი ბატონიშვილ იოანესი მდივანბეგ სოლომონისა და აღა ფითოაშვილისადმი საჩივრის სამართლიანად გამოძიების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1800 წ. 20 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/742
მასალა

ქაღალდი მომწვანი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
338X136
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპჰ (1800), აგვისტოს კ (20)

დამტკიცება

მეფის ძეები: იოანე, დავითი, მდივანბეგი სოლომონი

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. სამღებრო - ლილახანა, თბილისში ძველთაგანვე გავრცელებული სახელოსნო, XVIII საუკუნიდან უკვე მანუფაქტურის ტიპის საწარმო, სადაც მუშაობდნენ მღებრები და მღებავები. თბილისის სამღებროები მთლიანად სადედოფლო იყო.

2. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა