ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ანტონ II-ისა, გარეჯელ იასაულ გოდერძი ქურხულისა და მარეხაშვილის სადავო მამულის გოდერძი ქურხულისთვის მიკუთვნების შესახებ

საუკუნე
XIX
წელი
1803 წ. 6 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/670
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
№ 8.
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით. 

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
535X206
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, დალაქავებული, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ჩყგ, უჟა (1803), თებერვალს ვ (6).

დამტკიცება

ანტონ II.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ანტონ II-ის ხელრთვა.

2. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.