ქაღალდი
ქაღალდი მოთეთრო ჭვირნიშნით, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა ჩღჟე (1795), თებერვლის კბ (22)
ერეკლე II, ნაზირი იოანე შალიკაშვილი, სახლთუხუცესი იოანე მუხრანბატონი, მინბაში გიორგი ციციშვილი, თარხანი გიორგი თარხნიშვილი, მილახვარი შანშე, ბოქაულთუხუცესი პაპუა, მგალობელი დიმიტრი გარსევანიშვილი.
1. გვიანდელი მინაწერი, შესრულებული შავი ფანქრით: ,,ყვარელაშვილი გადმოსული ყვარელიდან".
2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე; სალაროს ნაზირი, ქარხნის ნაზირი, ჩარფა ნაზირი (უმიკაშვილისა და ჩუბინაშვილის განმარტებით ,,ოთხფეხთა ზედამხედველი არის“) მისი საქმიანობა დაკავშირებულია მეფის მეცხენეობასთან და მეცხვარეობასთან (სარგო წელიწადში ერთი კვიცი). განაგებდნენ მეფის საწყობებს. ამარაგებდნენ სასახლეს, აგროვებდნენ გადასახადებს. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.