ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ქვემო ბაზაზხანაში მდებარე დუქნის ნასყიდობის წიგნი შაქაროა უზბაშ ისიას შვილისა დედოფლის მილახვარ იოსებ ყორღანაშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 11 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/667
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
738X283
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპდ (1796), ქრისტეშობის ია (დეკემბრის 11).

დამტკიცება

ქალაქის მელიქ-მამასახლისი დარჩია, სტეფანა ტერშმოვანასშვილი, ოსეფა მუნთოანთ მიკირტუმას შვილი, აღა ფითოანთ ისაიას შვილი, სტეფანა ბაღდადანთ ზურაბეგის შვილი, ისია ფითოანთ სტეფანას შვილი, სტეფანა თამამშანთ პეტრუზას შვილი.

ხელრთვა
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. აქვს 1815 წლის 1 ნოემბრის მინაწერი, რომელსაც ხელს აწერს უზბაში გევურქ შაქარასშვილი.

2. ახლავს ქანწილი.

3. უზის რვა ბეჭედი.

4. მინაწერები: ა. ,,უზბაში შვილისაგან ნასყიდი დუქნის სიგელია.'' ბ. ,,ჩაიწერა ა.''

4. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1822 წ. 13 აპრილს.

5. ბაზაზხანა — მაუდით, ჩითით, ფარჩით, ბამბითა და მატყლით მოვაჭრეთა დუქნების რიგი აღმოსავლეთის ქალაქებში. ფეოდალურ თბილისში ბაზაზხანა ეწოდებოდა ორ სხვადასხვა უბანს, სადაც ასეთი დუქნები იყო განთავსებული. დიდი, ანუ ზემო ბაზაზხანა ახლანდელი ლესელიძის ქუჩაზე მდებარეობდა, სიონის ტაძრის პარალელურად, ლ. ასათიანის ქუჩის გადაკვეთის ადგილიდან დაახლოებით სიონისა და ერეკლეს ქუჩების შეყრამდე. ამ ადგილს „ჩორსუ-ბაზარსაც“ უწოდებდნენ. მცირე, ანუ ქვემო ბაზაზხანა თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედნის ახლოს იყო, „ბამბის რიგის“ ტერიტორიაზე. XIX საუკუნეში თბილისში კიდევ ერთი „ახალი ბაზაზხანა“ გაჩნდა „ბნელ რიგებში“ (ახლანდ. შარდენის ქუჩა).

6. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს.  იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.

7. უზბაში - ასისთავი, ასეულის უფროსი.