ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი გიორგი XII- სა ფარეშთუხუცეს ანდუყაფარ ბანცურისშვილისა და ნაზირ დავითის სამოსახლო ადგილის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1799 წ. 16 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/657
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
51
მასალა

მწვანე ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
335X156
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.  

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპზ (1799), თებერვლის ივ (16). 

დამტკიცება

 გიორგი XII, ფარეშთუხუცესი ანდუყაფარ ბანცურიშვილი, ალამდარბაში ქაიხოსრო ჯომარდიძე, გოშპარი, ბეჟანი. 

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ხუთი ხელრთვა. 

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 2 ივლისს, სოვეტნიკი ოთარ ქობულოვი.

3. ალამდარი/ალანდარი - მედროშე, მებაირაღე;  ევალებოდა დროშის დაჭერა და შენახვა.

4. მიმბაში (თურქ.) - ათასისთავი, ციხისთავი მინბაში თავისი შინაარსით ციხის უფროსს, ციხის თავს ნიშნავს. მათ მეციხოვნეები ექვემდებარებოდნენ.  მინბაშის უპირველესი ამოცანა იყო ციხე-სიმაგრე მოემარაგებინა მცველებით, იარაღით, პროდუქტებით. მინბაში მეფის შემდეგ ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ციხისა. ,,მინბაშს" ქართული ტერმინი ციხისთავი არ განუდევნია  და საბუთებში ხშირად გვხვდება ორივე სახელი.  XVIII-ის  II ნახ.-ში მისი მნიშვნელობა შეიცვალა და როცა ერეკლე II-ემ მორიგე ჯარი შექმნა, ჯარის  უფროსებად მინბაშები  დააყენა, ერეკლემ მათ დაავალა მორიგე ჯარის გაწვრთნა და ჯარში წესრიგის დაცვა.