ქაღალდი
ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპზ (1799), იანვრის კზ (27).
მეფე გიორგი XII
1. ახლავს ბეჭედი მეფე გიორგისა.
2. ფარეშთუხუცესი - მეფის სასახლის შინამოსამსახურეთა უფროსი. მეფეს ორი ფარეშთუხუცესი ჰყოლია, ისინი სუფრაჯს წვეულების დროს სუფრის გაწყობაში ეხმარებოდნენ, ხელმძღვანელობდნენ ფარეშებს და სასახლის სხვა მოსამსახურეებს. დედოფალს ერთი ფარეშუხუცესი ჰყავდა. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო და მონაწილეობდა სამეფოს მართვაში და საიდუმლო თათბირებში
3. ალამდარი/ალანდარი - მედროშე, მებაირაღე; ევალებოდა დროშის დაჭერა და შენახვა.
4. ალამდარბაში - მედროშეების უფროსი.
5. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1817 წ. 12 აპრილს, სოვეტნიკი ოთარ ქობულოვი.