ქაღალდი
მწვანე ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
მძიმე ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპჱ (1800), მაისის ა (1).
გიორგი XII.
1. ახლავს გიორგი XII-ის ბეჭედი.
2. ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა და მორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება და ჯამაგირის გაცემა. ლაშქარნივისის სახელო ადგილების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ძეგლებში მოხსენიებულია „ქალაქისა დასომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა“, „საქართველოში მყოფ თათართა ლაშქარნივისობა“ და სხვა. სულ ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ლაშქარნივისი იყო.