ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა ნაიბეშიკაღასბაშ იესესადმი, მდივანბეგებთან ერთად მღვდელ იოანეს დანახარჯის სისწორის დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1766 წ. 21 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/463
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
1
მასალა

ქაღალდი ყავისფერი მოთეთრო ლაქებით, დაწერილი ყავისფერი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
325X10
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია თავნაკლული სახით, რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნდ (1766), მაისის კა (21)

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი შევსებულია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ გადაწერილი პირის მიხედვით: ფ.1461, 8/27, 13rv.

2. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

3. ეშიკაღასბაშის ნაიბი - ეშიკაღასბაშის მოადგილე. ეშიკაღასბაშს რამდენიმე მოადგილე ჰყავდა

4. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე, მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.