ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
1725-1727 წწ.
ფეზირი უსუფ ბეგი
ვაზირი/ვეზირი (არაბ. სპარს.) - ეს ტერმინი არაბებისგან შემოვიდა XII ს-ის საქართველოში და მას ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი ეჭირა. ,,ვაზირი" ქართულად მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა და არაბთა სახალიფოსგან განსხვავებით, სადაც ხალიფას მხოლოდ ერთი ვაზირი ჰყავდა, საქართველოში რამდენიმე ვაზირი ყოფილა. თამარ მეფის დროს ოთხი ვაზირი ყოფილა: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი. მას შემდეგ კი როცა თამარ მეფემ ათაბაგობა შემოიღო, ვაზირების რაოდენობა ხუთი გახდა. ხოლო რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს მათი რაოდენობა ექვსი ყოფილა. უპირველესი ვაზირი მწიგნობართუხუცესი იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ დანარჩენი ვაზირები. შემდეგ იყვნენ ,,სამნი ვაზირნი" - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მათ მოჰყვებოდნენ ოდნავ მცირედი რანგით ,,ვაზირნი ორნი" - მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. ,,ვაზირობა“ საქმის გარჩევას ნიშნავს.
ახლავს გვიანდელი მინაწერი ზედა კიდეზე შესრულებული პოლიევკტოს კარბელაშვილის ხელით: ,,N48, გადაწერილია. მღ. პ. კარბელაშვილი".