ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ნაცვალ აკოფას შვილ სტეფანესი სადავო გომურის გაყიდვის თაობაზე ბატონიშვილ ალექსანდრეს ოქმით მისთვის გომურის გაყიდვაზე ნების დართვის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1791 წ. 23 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/645
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
132, 297
მასალა

დალაქული ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
196X108
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოთ (1791), სექტემბრის კგ (23).

დამტკიცება

ბატონიშვილი ალექსანდრე.

ხელრთვა
გამოცემები

 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, თბილისი, 1985, გვ. 124.

შენიშვნა

1. ახლავს ბეჭედი ბატონიშვილ ალექსანდრესი.

2. ყორჩიბაში - იგივე ქეშიკთუხუცესი, მცველთა უფროსი. ირანში შაჰის პირადი დაცვის უფროსის ტიტული. საქართველოში როსტომ მეფის დროიდან შეეფარდება მსახურთუხუცესის ჩინს. იგი სახელმწიფო მოხელეა და სასახლისა და მეფის მცველების მოვალეობას ასრულებდნენ სამხედრო მოვალეობასთან ერთად.