ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მორდარ დავითის და მეითარ გიორგისადმი, ოთარ ამილახვრის ქალიშვილისთვის მზითევში მიცემული გლეხების ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1745 წ.16 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი 

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 49/79, 49v
მასალა

ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი ულგ (1745), იანვრის ივ (16)

ბეჭედი
შენიშვნა

1.  საბუთი გადაწერილია საქართველოს უზენაესი მართებლობის ბრძანებით XIX ს-ის  I მეოთხედში.

2. მინაწერი: ,,ასლთან თანასწორ არის, სოვეტნიკი თ(ავად)ი დიმიტრი თარხანოვი".

3. მეითარი (სპარს.)- სარიქიფოს, მეფის გარდერობის მოხელე, მეფის წინ მდგომი მოხელე და საჭირო ნივთების მიმწოდებელი; მეფის განუყრელი პირადი მსახური. მეითარმა შეცვალა ეჯიბი როსტომ მეფის დროიდან. იგი მეფესთან დაახლოებული პირი იყო  და ზოგჯერ მეფე სერიოზულ დავალებას აძლევდა. მეითარი ხელშინაური მოხელეა. ის თითქმის მუდმივად მეფესთან იმყოფება პირის დაბანისას, დაწოლისას,  ადგომისას. ამიტომ იგი მეფესთან დაახლოებული და მნიშვნელოვანი თანამდებობის პირია.

4. მორდარი/მურდარი/მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს.  XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაცჰგავს მუსტოფის სარგოს. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.

5. მზითევი - ქონების აღმნუსხველი და პირობის შემცველი საბუთი, რომელსაც ქალიშვილს გათხოვებისას ატანდნენ ქმრის ოჯახში; მზითევიზოგჯერ კანონით გათვალისწინებული წესები იყო განსაზღვრული.