ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია დაზიანებული სახით, მარცხენა კიდეზე აკლია ოქმის ტექსტის ნაწილი.
ქორონიკონსა უოე (1787), თიბათვის იდ (ივნისის 14)
ბატონიშვილები: გიორგი და იოვანე
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, გვ.379-380, 1974 წ.
ამონარიდი განაჩენიდან: ,,ურჯიკაშვილი ამას ეუბნებოდა - ვინ გეპატიჟებოდაო, რომ დარგეო ჩემს მამულში ხეებიო".
წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.