ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი დაწერილი შავი მელნით
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უპა (1793) თებერვლის იბ (12)
გიორგი XII
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.VIII, გვ.192, 1985 წ.
1. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
2. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში