ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ბატონიშვილ მირიანისა მაღრაანის ნაცვლისადმი დეკანოზ მღვდელ პეტრეს გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1799 წ. 27 თებერვალი
ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/718
მასალა

ქაღალდი მომწვანო, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
X
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში; კიდეებზე დაკრული აქვს დამცავი ქაღალდი

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უპზ (1799), თებერვლის კზ (27)

დამტკიცება

ბატონიშვილი მირიანი

გამოცემები
შენიშვნა

ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას;  სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში