ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი და სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.
მოღწეულია არასრული სახით, დაზიანებული, დალაქავებული, რესტავრირებული.
ქორონიკონსა სამას ოცდაოთხსა (1636).
თეიმურაზ I, დედოფალი ხვარაშანი.
1. ახლავს თეიმურაზ I-ისა და დედოფალ ხვარაშანის ხელრთვები.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლსა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.