ქაღალდი
დალაქული ქაღალდი, დაწერილი შვი მელნით.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უზ (1719), თებერვლის კდ (24).
ქალაქის მელიქი აშხარბეგი, მამასახლისი ზურაბი, ნაცვალი ქაიხოსრო, მიტროპოლიტი პავლე, გასპარა ზურაბასშვილი, მელქოა ნაზარასშვილი, ოსეფა ბაღდასარისშვილი, გასპარა ჯაბასშვილი, მოსე ქართველი, მარტიროზა გარასალასშვილი.
1. ახლავს ჩვიდმეტი ბეჭედი, უზის ხუთი ჯვარი.
2. დამტკიცებულია მოგვიანებით, 1760 წ. 5 მარტს, თბილელი მიტროპოლიტ პავლეს მიერ.
3. მელიქი (არაბ.) - ქალაქის მმართველი მოხელე, მოურავის ხელქვეითი, ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. ეს ტერმინი საქარათველოს სამოხელეო წყობილებაში XVIს-ში შემოვიდა.
4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში.
5. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე.