ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უნდ (1766), აპრილის À (8)
1. ოქმს ახლავს ყმების ნუსხა
2. საბუთი გადაწერლია პოლიევკტოს კარბელაშვილის მიერ 1888-1898 წწ.-ში.
3. მესტუმრე, იგივე მემანდარი/მეხმანდარი - მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით XVII ს.ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის საზრუნავი სტუმრები ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. მოხელე, რომელიც უძღვება მეფის სტუმრებს, მესუფრე. იგი ღებულობდა საჩუქრებს სოფლებიდან, რომლებიდანაც გადასახდელები იკრიფებოდა გამვლელი სტუმრების სასარგებლოდ: სოფლელები გამყოლს საჩუქარს აძლევდნენ იმისთვის, რომ გადასახდელებით ძალიან არ შეეწუხებინათ ისინი. ყველაზე დიდი შემოსავალი ასეთი გამყოლებისთვის იყო უკან დაბრუნებისას სტუმრისაგან მიღებული საჩუქარი. ყოფილა ორი მემანდარბაში და შვიდი მემანდარი. ზოგიერთ ცნობაში გიორგი XII-ის დროს მოხსენიებულია ორი მემანდარბაში და და ოთხი მემანდარი
4. პირი, 1753/54, გვ.12.
5. დედანი, ხეც. Hd 14330.