ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ბატონიშვილ გიორგისა მამასახლის გოგია ბეგიაშვილისადმი სახასო ყმების ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1787 წ. 2 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/714
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
352
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
168X153
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი რამდენიმე ადგილას.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოე (1787), აგვისტოს ბ (2)

დამტკიცება

ბატონიშვილი გიორგი

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. მონაწერი ფანქრით სავარაუდოდ პოლიევკქოს კარბელაშვილის ხელით: ,,გლეხთა ქომაგობა".

2. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა. 

3. სახასო (ყმა-მამული) - სამეფო სახლის საკუთრება, რომლის განკარგვა მხოლოდ მეფეს შეეძლო; ფეოდალის სახლის საერთო - საგვარეულო ქონება.