ქაღალდი
ნაცრისფერი ქაღალდი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონსა უმე (1757) იანვრის იზ (17)
ერასტი იოთამისშვილი; მდივანი ავთანდილი
თავლიდარი/თავილდარი/თავლდარი - მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს როგორც ნატურით ისე ფულად და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. საბა მას ქართულად გამგეთუხუცესს უწოდებს. პ. უმიკაშვილი - ,,მოხელე შემოტანილ-შემოსატანის, შემოსავლის, ნივთის ანუ ფულის მიმღებელი, მბარებელი“. იგი სამეურნეო ხასიათის მოხელეა, მმართველობის სამეურნეო და საფინანსო ხასიათის დარგში. სალაროს თავლიდარი და საჯინიბოს თავლიდარი. თავლიდარი ინახავდა ნივთებს საწყობში, გასცემდა მას და აწარმოებდა ანგარიშს. ქარხნის შემოსავლის თავლიდარი, სამდივანბეგოს შემოსავლის თავლიდარი.