ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბარათი მილახვარბაშ ნიკოლოზ და ქაიხოსრო აბაშიძეებისა მოურავ მურვანიშვილადმი, სოფლებისთვის მტრის მოსალოდნელი შემოსევის შეტყობინების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
[1752 წ.]
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/709
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი მუქი ლაქებით, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

[1752 წ.]

დამტკიცება

მილახვარი ნიკოლოზ აბაშიძე, ქაიხოსრო აბაშიძე.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის  თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს.  იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციაც ჰქონდა.

2. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.