ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია დაზიანებულ მდგომარეობაში, რესტავრირებული.
მეფე დავით II (იმამყული-ხანი), კონსტანტინე /მაჰმადყული-ხანი, მეფე თეიმურაზ II, მაჰმად მირზა, ალი მირზა.
1. ახლავს ხუთი ბეჭედი.
2. ეშიკაღასბაში - იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად.
3. მოურავი — ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. XVII სუაკუნიდან ქალაქის მოურავმა საბოლოოდ ჩაანაცვლა ქალაქის ამირას სახელწოდება.
4. ბეგლარბეგი - ტიტული და თანამდებობა ოსმალეთის იმპერიაში, პროვინციის (ვილაიეთის) მმართველი, ირანში - რეგიონის უმაღლესი ადმინისტრაციული ან პოლიციური ჩინი.
5. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1827 წ. 7 მაისს.