ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ჭუტაანთ უბნის წყალობის წიგნი ერეკლე I-ისა მაღრანის ნაცვალ მამუკასადმი

საუკუნე
XVII
წელი
1662 წ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/581
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
№ 16; 11.
მასალა

ქაღალდი

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
244X195
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია არასრული სახით, დაზიანებული, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ტმი (1662).

დამტკიცება

ერეკლე I ნაზარალიხანი, დედოფალი ელენე.

ხელრთვა
გამოცემები

ხელრთვები, დამწერები, თბილისი, 2016, გვ. 54.

შენიშვნა

1. ახლავს ერთი ბეჭედი და დედოფალ ელენეს ხელრთვა.

2. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას;  სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.