ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე I ნაზარალი-ხანისა მოხელეებისა და ვაზირ ყიასაბეგის ნაიბ თამაზბეგისადმი მოურავ რევაზისთვის კომლზე ორი შაურის მიცემის წყალობის წიგნის განახლების შესახებ

საუკუნე
XVII-XVIII
წელი
1689-1703 წწ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/702
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
,,ჩაიწერა 65 კნიღაში N36
მასალა

ქაღალდი თეთრი დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
250X146
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწულია სრული სახით კარგ მდგომარეობაში. V-ზე საბუთის ნახევარზე დაკრულია ცისფერი ქაღალდი

მითითებული თარიღი

1689-1703 წწ.

დამტკიცება

ერეკლე I ნაზარალი-ხანი

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ვაზირი/ვეზირი (არაბ. სპარს.) - ეს ტერმინი არაბებისგან შემოვიდა XII ს-ის  საქართველოში და მას  ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი ეჭირა. ,,ვაზირი" ქართულად მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა და არაბთა სახალიფოსგან განსხვავებით, სადაც ხალიფას მხოლოდ ერთი ვაზირი ჰყავდა, საქართველოში რამდენიმე ვაზირი ყოფილა. თამარ მეფის დროს ოთხი ვაზირი იყო: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი. მას შემდეგ კი როცა თამარ მეფემ ათაბაგობა შემოიღო, ვაზირების რაოდენობა  ხუთი გახდა. ხოლო რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს მათი რაოდენობა ექვსი ყოფილა. უპირველესი ვაზირი მწიგნობართუხუცესი იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ დანარჩენი ვაზირები. შემდეგ იყვნენ ,,სამნი ვაზირნი" - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მათ მოჰყვებოდნენ ოდნავ მცირედი რანგით ,,ვაზირნი ორნი" - მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. ,,ვაზირობა“ საქმის გარჩევას ნიშნავს.

2. აღსაყალი - ,,თეთრწვერა მოხუცი“, ჭკვიანი და გამოცდილი კაცი.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.