ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ყმა-მამულის წყალობის წიგნი თეიმურაზ I-ისა სალაროს ქილიფთარ გაბრიელ ბახუტაშვილისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ 1788 წ.

საუკუნე
XVII
წელი
1622 წ. 20 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/548
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
23, 24
მასალა

ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
545X182
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, მცირე დაზიანებით; რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა ტი (1622), ივნისის ოცსა; ქორონიკონსა უოვ (1788, მაისის იზ (17).

დამტკიცება

თეიმურაზ I, ერეკლე II, დედოფალი ხვარაშანი, დედოფალი დარეჯანი, კათალიკოსი ანტონ II, ბატონიშვილები: გიორგი, იულონი, ვახტანგი, ალექსანდრე

ხელრთვა
ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

ქილიფთარი - (არაბ. koloft-მსახური); სამეურნეო-საფინანსო ხასიათის მოხელე. „დასტურლამალში“ აღნიშნული სახელო მერიქიფეებთან ერთად შეტანილია მერიქიფეთუხუცესისადმი მიძღვნილ ცალკე პარაგრაფში. დედოფლის „დასტურლამალის“ მიხედვით იგი მსახურია და საფარეშოს მოხელეებთანაა დაკავშირებული. ეს თანამდებობა ეკავათ სახასო აზნაურიშვილებს. საბუთების მიხედვით, ქილიფთარს შეთავსებული ჰქონდა თავლიდარის, მოლარის ან მოურავის თანამდებობებიც.