ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია კარგ მდგომარეობაში, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უიბ (1724), თიბათვის დ (ივნისის 4).
მეფე ვახტანგი, დედოფალი რუსუდანი
1. ახლავს ბეჭედი და ხელრთვა მეფისა.
2. ეშიკაღასბაში - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი).
3. მდივანმწიგნობარი - უპირველესი მდივანი მეფის კარზე, მეფის საქმიანი დოკუმენტების შემდგენელი და დამწერი. რანგით მდივანზე მაღლა მდგომი მოხელე.
4. მინაწერი: ქ. ავლავარისა არის.