ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს ულზ (1749), კათათვის ე (ივლისის 5).
მდივანი ოთარი და [ნეკრესელი] იოანე
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, 1972 წ. გვ. 377 .
1. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.