ქაღალდი
ქაღალდი დაწერილი შავი მელნით.
სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა სოიე (1597), იანვრის ე (5)
ალექსანდრე II
პირთა ანოტირებული ლექსიკონი, ტ.V, გვ.511-512
1. საბუთს ახლავს ალექსანდრე II-ის ხელრთვა და ბეჭედი სპარსული ლეგენდით.
2. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
3. მალი - ფულადი გადასახადი. XIII–XIV საუკუნეებში მალი იყო მონღოლური 14 გადასახადიდან ერთ-ერთი მძიმე სახალხო-სამეუნეო გადასახადი XV საუკუნიდან – ფულადი სახელმწიფო გადასახადი კომლზე 40 თეთრის (ვერცხლის ფული) ოდენობით. 1440 წლს ალექსანდრე I-მა მალი „ამოკვეთა“, მაგრამ მომდევნო საუკუნეებში მისმა შთამომავლებმა კვლავ აღადგინეს. თბილისში მალით იბეგრებოდა კომლის სრულასაკოვანი მამაკაცი. ცოლშვილიანები იხდიდნენ „მთელ მალს“, უცოლოები და ახლად დაქორწინებულები (ქორწინების პირველ წელს) – „ნახევარ მალს“, კომლის შრომის უუნარო მოხუცი მამაკაცები მალის გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ.