ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი, ორი და სამი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ტმი (1662).
მეფე ერეკლე I, დედოფალი ელენე.
1. ახლავს ერთი ბეჭედი.
2. აქვს მეფე ერეკლე I-ისა და დედოფალ ელენეს ხელრთვები.
3. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1836 წ. 16 დეკემბერს.
4. სტრიქონებს შორის არის რუსული თარგმანი.
5. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.