ქაღალდი
ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, მარჯვენა კიდე დაზიანებული, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ტოჱ (1690), 1 მარტი.
მეფე ერეკლე I, ნაზარალი ხანი.
1. ახლავს ექვსი ბეჭედი, ნაზარალი ხანისა და ხუთი აღმოსავლური.
2. ორენოვანი.
3. ხასადარი და მეღალე - მეფის საკუთარი მოხელე, სამეფო მამულის ზედამხედველი და ღალის ამკრეფი.
4. მუსტაფი/მუსტოფი (არაბ) - პირობის წერილის დამამტკიცებელი ბეჭდით. საბუთზე ბეჭდის დამსმელი; ანგარიშების დამწერი მთავარი მოხელე;
5. იჯარადარი (არაბ/სპარ.) - პირი, რომელიც იჯარითიღებდა ქონებას.
6. მორდარი/მურდარი/მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს. XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა დედოფალსაც და მეფესაც.
7. თავლიდარი/თავილდარი/თავლდარი - მოხელე, რომელიც იბარებდა სამეფო შემოსავალს როგორც ნატურით ისე ფულად და აწარმოებდა ანგარიშს. მოლარეთუხუცესის თანაშემწე. საბა მას ქართულად გამგეთუხუცესს უწოდებს.
8. მიზანდარი - მოხელე, სურსათის მწონავი და მოანგარიშე;
9. მინაწერი საბუთის თავში: ქ. ბატონის წყალობა. მსტოფობის წიგნი არის.