ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონი უნდ (1766), თებერვლის ჰ(8)
1. გვიანდელი მინაწერი:,, ქ. გორისელების თალიღა არის".
2. თალიღა/თალიყა - სიგელის ერთერთი სახელთაგანი, მაღალი თანამდებობის პირთა სახელზე გაცემული საბუთი.
3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.