ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ადგილ-ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონსა უპჱ (1800), იანვრის იბ (12).
მეფე გიორგი, დედოფალი მარიამი, ბატონიშვილი დავითი, ბატონიშვილი იოანე, ბატონიშვილი ბაგრატი.
1. ახლავს ხუთი ბეჭედი: მეფე გიორგი, დედოფალი მარიამი, ბატონიშვილები: დავითი, ბაგრატი, იოანე.
2. მასალები ქართული სფრაგისტიკის ისტორიისათვის, თბილისი, 1978, ტაბულა I-IV (22, 11, 21, 27, 37).
3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან
4. ეშიკაღასბაში - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად.
5. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1820 წ. 27 აგვისტოს, სოვეტნიკი გიორგი ერისთავი.