ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
ერთი და ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ მონაცვლეობით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უმე (1757), ოკდონბერს იდ (ოქტომბრის 14).
თეიმურაზ II, დედოფალი ანახანუმი.
1. ახლავს თეიმურაზ II-ისა და დედოფალ ანახანუმის ბეჭდები.
2. მინაწერი: ,,მეფის თეიმურაზისაგან სახლთხუცობის სიგელი.''
3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
4. მოლარეთუხუეცსი - სამეფო ან სადედოფლო ხაზინის მოანგარიშეების უფროსი, გამგებელი. მის განკარგულებაში იყო ფული, სამკაულები, სახელმწიფო იარაღი, ფარჩეული, ჩასაცმელ-დასახურავი, ცხენ-იარაღის მორთულობა.