ქაღალდი
მწვანე ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უოვ (1788), მაისის კთ (26).
სარდალი შიოშ გედევანიშვილი, ნაზირი გიორგი გედევანიშვილი, სახლთუხუცესი ნინია ელიოზისშვილი.
1. ახლავს ორი ბეჭედი და ოთხი ხელრთვა.
2. ნაზირი (არაბ.) - იგივე ეზოსმოძღვარი. შემოიღეს მეფე როსტომის დროს.სახლ-კარის ზედამხედველი; ეზოს მოძღვარი; მეთვალყურე მეფის ხარჯისა და დარბაზის რიგისა. სამეურნეო ფუნქციების მოხელე.
3. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.