ქაღალდი
დალაქული ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია დაზიანებული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა ულჱ (1750), ქრისტეშობას (დეკემბერი).
დედოფალი ანა ხანუმი, მდივანი ბეგთაბეგი.
1. ახლავს ბეჭედი დედოფლისა.
2. ხასადარი (spar.) სახნავი და სავენახე მამულების ზედამხედველი, რომელიც ანაწილებდა დასამუშავებელ მიწებზე გლეხებს, კრეფდა სამეფო მამულების გადასახადებს და აწარმოებდა ანგარიშს სახასო მიწების შემოსავლებს. მათი მოვალეობა იყო სამეფო მიწების ბეგარით დამუშავების კონტროლი და მხოლოდ პურის შემოსავლის ანგარიში.