ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი ბაქა გურამისშვილის ბეითალმანი ყმა-მამულის შესახებ. სამართლით ყმა-მამული დარჩა უზბაშ გიორგი გურამისშვილს, უზბაშ გოგიას და ეფრემს. განაჩენს ამტკიცებს დედოფალი დარეჯანი

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 12 აგვისტო
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/413
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
375X148
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783), აგვისტოს იბ (12).

დამტკიცება

დედოფალი დარეჯანი.

ხელრთვა
გამოცემები
შენიშვნა

1. ახლავს ხუთი ბეჭედი.

2. მინაწერი: ,,ჩაიწერა.''

3. უზბაში - ასისთავი, ასეულის უფროსი.

4. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.