ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ცისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით.
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.
ქორონიკონსა უპბ (1794), თებერვლის იდ (14).
დედოფალი დარეჯანი
1. ახლავს ორი ბეჭედი.
2. მორდარი/მურდარი/მორდალი(სპარს.) - სამეფო და სამდივნო ბეჭდების მცველი და საბუთზე ბეჭდის დამსმელი. ექვემდებარებოდა სახლთუხუცესს. XVIII ს-ში ორი მორდარი ყოფილა ერთი ქართლში და მეორე კახეთში. ერთადერთი მოხელეა ვისაც ბეჭედი ებარა. მორდარი ჰყავდა მეფესაც და დედოფალსაც.